arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნის – „ავტოპორტრეტი“ – წარდგინება
24/02/2016

24 თებერვალს, გამომცემლობა ინტელექტი ვაკის მედიათეკაში გიწვევთ ირაკლი ჩარკვიანის ახალი კრებულის – ავტოპორტრეტი – წარდგინებაზე!

ავტოპორტრეტი ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურულ შემოქმედებას აერთიანებს – სხვადასხვა დროს გამოცემულ ლექსებს და მოთხრობებს. ამ ლექსებიდან ბევრი თავის დროზევე იქცა ჰიტად და მათი პოპულარობა სულ უფრო მატულობს.

თითქოს აქამდე ყველასთვის ნაცნობი ირაკლი ჩარკვიანისგან ეს კრებული მოულოდნელი შეხვედრაა მკითხველთან, შეხვედრა სიტყვის (ლოგოსის) კოსმოსში, სადაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა შეუცნობლის, უსასრულოს და ხანდახან შეუძლებლისკენაც მიემართება.

ამ წიგნში თანამედროვე ადამიანის სულის ბიოგრაფიაა მოთხრობილი, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყველა სისუსტით და ამაღლებით, და რაც მთავარია, თავისუფლების ისეთი ხარისხით, როგორიც მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანის პირადი ნიშანია.

დასწრება თავისუფალია!
მის: ვაკის პარკი (შესასვლელი მიშველაძის ქუჩიდან – მოსაშვილის ქუჩის დასაწყისი).



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად