arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
„ინტელექტის“ ბლოგერების დაჯილდოება მარკესის დაბადების დღეზე
06/03/2016

6 მარტი გაბრიელ გარსია მარკესის დაბადების დღეა!

 

კოლუმბიელი მწერლის იუბილეს ინტელექტი განსაკუთრებულად აღნიშნავს და 6 მარტს 18:00 საათზე გეპატიჟებათ ბლოგერების კონკურსის დაჯილდოებაზე, რომელიც გამომცემლობის ოფისში, ჭავჭავაძის 5-ში გაიმართება.

 

ინტელექტის კონკურსი ბლოგერებისთვის რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა: ბლოგები დაიწერა 8-დან 25 თებერვლამდე, ინტელექტის  ფეისბუკ გვერდზე კი საკონკურსო პოსტები 26 თებერვალს გამოქვეყნდა. გამარჯვებულების გამოსავლენად სპეციალურად 6 მარტი შეირჩა.

 

კონკურსს ეყოლება ორი გამარჯვებული:
1.    ჟიურის რჩეული, რომელსაც გამოავლენს გამომცემლობა ინტელექტის მიერ შერჩეული ჟიური.
2.    ხალხის სიმპათია, რომელსაც გამოავლენენ ფეისბუკ მომხმარებლები.

თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა 150 ლარიანი ფულადი პრიზი და „ინტელექტის“ საუკეთესო ბლოგერის სიგელი.

დასწრება თავისუფალია!
ერთად აღვნიშნოთ ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა!



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად