arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ბელა ჩეკურიშვილის პროზაული კრებულის – „რაინისპირა ამბები“ – წარდგინება
07/03/2016

7 მარტს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში გაიმართება ბელა ჩეკურიშვილის მოთხრობების კრებულის, რაინისპირა ამბების წარდგინება.

 

რაინისპირა ამბები ეს არის ერთი ქალის, ერთი მწერლის, ერთი ადამიანის „ცხოვრება-ბროწეული“ – გარედან ატლასით დაფარული, „რათა ვერავინ მიხვდეს მის შიგნით მყოფ ათასს“, სანამ ის თვითონ არ „გადასკდება“ და მარცვლებად არ დაიფანტება.

 

ნოველების პროტაგონისტი გვიყვება ბონის უნივერსიტეტში სასწავლებლად „ოცი წლის დაგვიანებით“ წასული ქართველი სტუდენტის ცხოვრებაზე, რომელიც სავსეა ახალი ემოციებით და შეგრძნებებით, ახალი ადამიანებით და თავგადასავლებით. ახალ სამყაროში მოხვედრის პირველივე დღეებიდან ის საკუთარი თავის „ჩხრეკას“ იწყებს კითხვით – „საერთოდ, ვინ ვარ?“; მეგობრებთან ერთად დაქირავებული ბინის მესამე სართულზე, შუშის ჭერზე მოთქლიშინე წვიმის შემხედვარეს დიდ, უცხო ქვეყანაში დაკარგვის ეშინია და დაყვედრებულ ლუკმასავით ადგას ყელზე ახლობლის ნათქვამი: „რაღადროს სტუდენტობაა“; ისეა დაბნეული, რომ აღარ იცის უკვე, „რომელ რეალობას გაუსწოროს თვალი“ – გერმანულს, ეთიოპიურს, ზოგადქართულს თუ პირადად თავისას, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გაფაციცებული სწავლობს, ახალშეძენილ მეგობარ კაროლთან საუბრობს, კამათობს – ამოწმებს თავის შეხედულებებს, მოგზაურობს, წერს, ხუმრობს, იმიტომ რომ ადამიანისთვის „მუდამ აუცილებელია მაგალითები იმის დასტურად, რომ სამყარო არ ჩერდება და იცვლება, და რადგან იცვლება, წინაც წავა, და ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება“.

დასწრება თავისუფალია!
მის: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის N8



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად