arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ტარიელ ჭანტურიას კრებულის – „სიყვარულის შავი ყუთი“ – წარდგინება
19/04/2016

19 აპრილს, 19:00 საათზე ვაკის მედიათეკაში გაიმართება ტარიელ ჭანტურიას პოეტური კრებულის – სიყვარულის შავი ყუთი – წარდგინება.

 

► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე

 

პოეზია, რომელსაც ტარიელ ჭანტურია მრავალი წელია ქმნის, განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ ლიტერატურაში. გამორჩეული პოეტური ხმა, მახვილგონიერი აზროვნება, ირონიისა და სარკაზმის აუტანელი სიმსუბუქე სრულიად ახალ სამყაროს ქმნის, რომელიც მკითხველს ცხოვრების მიმართ აქამდე უცხო შთაბეჭდილებით და მოტივაციით აღავსებს.

 

ესაა მუდმივად თანამედროვე, ახალგაზრდული აზრითა და სულით სავსე პოეზია. სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის სასურველი და საინტერესოა ნებისმიერი გემოვნების თუ ასაკის ადამიანისთვის.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მკითხველს კვლავ ეძლევა საშუალება, იხილოს მათი საყვარელი ავტორის ახალი კრებული.

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად